სომეხ-თათართა მტრობის შესახებ – ილია ნაკაშიძე

ილია პეტრეს ძე ნაკაშიძედილის რვის ნახევარზე დაიძრა ჩვენი მატარებელი ბათუმის მხარისაკენ. მესამე კლასი, რომელშიაც ჩვენ ვისხედით ხლხით იყო გაჭედილი, მაგრამ ადგილი მაინც ადვილად ვიშოვეთ. ერთობა და ამ ერთობის გრძნობა აქაც იჩენს თავს. სკამებზე მჭიდროდ შეჯგუფული ხალხი მიიწმოიწია, მცირე დასაჯდომი ადგილი ჩვენც დაგვითმო.  სამნი ვიყავით და არცერთი დავრჩენილვართ უადგილოდ. ჩვენი მგზავრი მეზობლები ქართველები და სომხები იყვნენ. გარეგნობის გარდა ამას ამტკიცებდა ქართული და სომხური გაზეთები. რომლებიც მათ ხელში ეჭირათ და კითხულობდნენ. ცხადად ეტყობოდათ, რომ თუმც კითხულობენ, ერთმაც რომ დაანებოს კითხვას თავი და ლაპარაკი დაიწყოს, ყველა დაეთხოვება გაზეთს და ცხარე სამკვდრო საჭირბოროტო ბაასი გაიმართება. კითხვის დროს ყველას სახეზე მოსუვენრობა, აღელვება ეტყობა. გაბმულად და დაფიქრებით ვერავინ ვერცერთი ვერ კითხულობდა გაზეთს. წამდაუწუმ  თვალს ავლებდა მეზობელს და იმას ელოდა, რომ ერთდაერთ მათგანს პირველობა ეკსირა და ლაპარაკი დაეწყო. მალე მოლოდინი გამართლდა: ერთმა სომეხთაგანმა დაიწყო საუარი

Continue reading

ექსპედიცია უდესა და ზაზალოში

WP_001749

ახალციხის ძველი რკინიგზის სადგური. ე.წ “ტავარნი”

ოთხი ან ხუთი წლის წინ  არქივში დოკუმენტი ვიპოვე.  დათარიღებული იყო 1937 წლის ივლისის თვით .  დოკუმენტში ჩამოთვლილია ადიგენის, ახალციხის და ახალქალაქის სოფლები სადაც მოსახლეობამ 1937 წლის საყოველთაო აღწერის დროს ეთნიკურ კუთვნილებად თიურქი (არ აგვერიოს თურქში, ეს ორი სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფია) მიუთითა. ექსპედიციის მიზანი იყო გაერკვიათ გადიოდნენ თუ არა მასში „წარსულში გამაჰმადიანებული ქართველები“ (მესხები).

Continue reading

რა გარგია ცხოვრება და რა ცუდია ჟურნალისტობა

ტეგები

მეოცე საუკუნის 90-იანი წლების ბოლოა. თბილისში ბნელა. ელექტროენერგია გრაფიკით  მიეწოდება ქალაქს.  საჭმლის გასაკეთებელი და ამავდროულად გასათბობი საშუალება  „ირანული მწვანე კერასინი“ ახალმა „წითელმა ფუჯიქსმა“ ჩაანაცვლა. ჩნდება იმ დროის გასათბობ საშუალებებში ნამდვილი ფლაგმანი, ტურბო. სკოლაში ისევ ვსაუბრობთ შევარდნაძის წინააღმდეგ განხორციელებულ ტერაქტებზე და მხედრიონზე. გაკვეთილის ვერ მომზადების მთავრ არგუმენტად, ისევ რჩება -„ გუშინ შუქი არ მქონდა მას“.

Continue reading

უცნობი რევოლუციონერი ქალები

ტეგები

1

ანა გაბრიელის ასული აზმაიფარაშვილი. ფოტო შსს არქივიდან. (ყოფილი პოლიტიკური პარტიების არქივი)

ქალები, რომლებსაც პროექტის ფარგლებში გაგაცნობთ, ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ იმ დროს როცა მათი საზოგადოებრივი აქტიურობა დასჯადი და საშიში იყო. ხშირად მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში რუსეთის იმპერიაში რევოლუციური მოძრაობა ძლიერდება. საქართველო კი, მეტროპოლიის განაპირა მხარეა და აქ აქტივობები სხვადასხვა სახეს ღებულობს. სოციალური მოთხოვნები ნაციონალური გრძნობებით ხდება შეზავებული.

ამ თავგადასავლებით აღსავსე პერიოდში მცხოვრები ქალების მოძიება კი ადვილი საქმე არ გამოდგა. ბევრი ვეძებეთ თუ ცოტა ვიჩხერკედელავეთ საბოლოოდ დღემდე გამოუქვეყნებელ მემუარულ მასალას მივაგენით. ეს კვლევის ბოლოს მოხდა, დაახლოებით იმ გამონათქვამს ჰგავდა ძირი რომ მწარე აქვს და კენწეროში გატკბილდება.

ყველაფერი შაბლონურად დავიწყეთ. გვსურდა ქალების საზოგადოებრივი ცხოვრების უცნობი დეტალები აღმოგვეჩინა. თავიდან ცნობილიქალების საზოგადოებრივი აქტიურობის გამოუქვეყნებელი დეტალების ძიებას მივყავით ხელი. ხელნაწერთა ინსტიტუტში ბარბარე და ნინო ყიფიანების პირადი არქივის დავათვალიერეთ. დები რომლებმაც საკუთარი ქვეყნისათვის ბევრი გააკეთეს. ნინო ყიფიანი ბევრ მამაკაცზე ადრე საუბრობს საქართველოს თვითგამორკვევაზე. მისი და კი მოუწოდებს საზოგადოებას რომ ბრუსელში დაარსდეს მუზეუმი სადაც საქართველო იქნებოდა წარმოდგენილი. წერილები ბევრია, რომელიც დების აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას მოწმობს.

Continue reading

დალაიქებული ცენზურა

ტეგები

ცენზურა ძველ რომში მოიგონეს, როგორც  გართობისა და სახელმწიფო პუბლიკაციების კონტროლის საშუალება. დროსთან ერთად ისიც განვითარდა და განსხვავებული სახე მიიღო. მისი გავლენის სფეროც გაიზარდა და ყოველდღიურობა მოიცვა. საქართველოს ისტორიაში ცენზურასთან აქტიური შეტაკებები მეცხრამეტე საუკუნეში იწყება. შეტაკებები ალბათ უფრო გაზვიადებული ნათქვამია. ზუსტი იქნება თუ ვიტყვით მისი აცილების, გვერდის ავლის ხრიკები და ხერხები მოიგონეს.  საბჭოთა პერიოდში ცენზურა არსებობას განგრძობს. არსებობს თემები რაზე საუბარიც აკრძალულია. ტაბუირებულ საკითხებზე მოლაპარაკე , განსაკუთრებით ოციან და ოცდაათიან წლებში, დახვრეტას თუ რამდენიმე წლიან გადასახლებას ნამდვილად გამოკრავდა ხელს. თუმცა საშინელი კონტროლის მიუხედავად მეოცე საუკუნეში ძალიან ბევრი, ძალიან მაგარი ლიტერატურული ნაწარმოებიც დაიწერა, ფილმებიც გადაიღეს და სპექტაკლებიც დაიდგა.

Continue reading

პარკები და ისევ ეკოლოგია

ტეგები

foto 1.დღეს სრულიად სხვა თემაზე მინდოდა საუბარი, მაგრამ მდინარე ვერეს ხეობაში დატრიალებულმა უბედურებამ ფიქრები ამირია და ამ პრობლემაზე შევჯერდი.

1946 წელია. მეორე მსოფლიო ახალი დასრულებულია და  კანდიდ ჩარკვიანი საქართველოში ახალი პროექტის განხორციელებას  იწყებს.  საანგარიშო ბარათში წერია, რომ თბილისში, ზაფხულის პერიოდში, გაუსაძლისი სიცხეების დროს ახლად აშენებული ვაკის რაიონის მოსახლეობას არ გააჩნიათ პარკი. ამიტომაც აუცილებელია გამწვანების ზოლი. შეიქმნა პარკის გენერალური გეგმა, რომელიც მშენებლობის ყველა დეტალს მოიცავდა. შემდგომში ცნობილი ოთხი „ბესედკის“ მშენებლობით დაწყებული წყლის მიწოდების სისტემით დასრულებული. პროექტის დაგეგმვა თბილქალაქპროექტს ჰქონდა დავალებული.  გამოიყო მისთვის საკმაოდ დიდი ტერიტორია და დაიწყო სამუშაოები. ტერიტორია ხრიოკი და უწყლოა. სპეციალურად შემდგარი კომისია სწავლობს ნიადაგის თავისებურებებს და ისახავს გეგმას, რა ჯიშის ხეები უნდა დაირგოს ტერიტორიაზე.  კრიტერიუმი რამდენიმეა,    ადგილობრივ გარემოსთან შეგუების უნარი და  სიგრილის უზრუნველყოფა, ჩვენებურად კაი ჩრდილი უნდა ჰქონოდა.  მისი მშენებლობა რამდენიმე წელიწადს გაგრძელდა.

Continue reading

რატომ ჯუმბერ პატიაშვილი

ტეგები

4შორეულ მეოცე საუკუნის 90-იან წლებში, როდესაც საბჭოთა კავშირი ახალი დაშლილია და საქართველოც დამოუკიდებლობა მოპოვებული, საპრეზიდენტო არჩევნები იმართებოდა. კანდიდატები რამდენიმე იყო. მთავარი ბრძოლა კი ორ მათგანს ჯუმბერ პატიაშვილსა და შევარდნაძეს შორის მიმდინარეობდა. ორივე პარტიული ნომენკლატურის წარმომადგენელები, ჰალსტუხიანები და ჭაღარაშერეულნი. დღემდე მახსოვს მაშინ ბავშვები ხმამაღლა ყვიროდნენ პატიაშვილს გაუმარჯოს, პატიაშვილსო. არჩევნებში შევარდნაძემ გაიმარჯვა.

Continue reading

ნახვამდის კაბალიერო

ესპანეთი, კატალონია. ბარსელონადან 18-20 კილომეტრი და ზღვის დონიდან 277 მეტრზე xavi-hernandez-spainმდებარე ქალაქი ტერასა. ურბანული სივრცე, რომელიც რომის იმპერატორ ვესპასიანეს ხანაში იხსენიება და ეგარა ეწოდება.  2005 წელს რკინიგზის ხაზის  გვირაბის რეკონსტრუქცია და პრეისტორიული ხანის ქვის იარაღი  აღმოჩენა. ქალაქი, რომელმაც მეცხრამეტე საუკუნეში  დიდი როლი შეასრულებს ინდუსტრიულ რევოლუციაში.

ამ ადგილას 1980 წლის 25 ინვარს, ყოფილი ფეხბურთელის ოჯახში იბადება ბიჭი, რომელმაც ბურთი ალბათ ამავე ქალაქში გააგორა პირველად. მერე საფეხბურთო სკოლაში მიიყვანეს. 11 წლის ასაკში კი ხვდება ბარსელონას საფეხბურთო აკადემიაში და მომდევნო 24 წელიწადს ამ კლუბში გაატარებს. ეს ჩავი ერნანდესია. ბარსას ლეგენდა, მისი სული და გული. ადამიანი, რომელმაც ანდრეს ინიესტასთან ერთად საოცარი დუეტი შექმნა და მოედნის ცენტრის კონტროლი  ახალებურად, მისეულად შეკმაზული ტაქტიკით შემოგვთავაზა.

Continue reading

უცნობი მაგრამ საჭირო ისტორიკოსი

ტეგები

sfphoto-chicago-2006-e1334053135880-520x402შეილა ფიცპატრიკი თანამედროვეობის ცნობილი ისტორიკოსია. საქართველოში მას ნაკლებას იცნობენ ან თუ იცნობენ ისიც მხოლოდ ვიწრო პროფესიულ წრეში. ის რუსეთის და საბჭოთა ისტორიის მკვლევართა შორის ნამდვილი გურუა.ის სხვა ისტორიკოსებისგან მისი ორიგინალური ხედვებით და თემების განსხვავებული ინტერპრეტაციით გამოირჩევა. არ ერიდებოდა დომინანტურ დისკურს და ცდილობდა მისი, როგორც მოაზროვნის ადგილი დაეკავებინა ისტორიაში.   ცივი ომის და მის შემდგომ პერიოდში პოპულარული იყო მოვლენათა ანალიზი კრემლის კულუარებიდან. საბჭთა ისტორიის შესწავლა ხდებოდა ჰორიზონტალურად ზევიდან ქვემოთ. ლოგიკა ამგვარი იყო ყველაფერი იგეგმებოდა კრემლში და შემდგომ უსიტყვოდ ხდებოდა მისი აღსრულება ბიუროკრატიის სხვადასხვა დონეზე.

Continue reading

კანდიდ ჩარკვიანის წიგნები

kandit charkviani

კანდიდ ჩარკვიანი მარცხნივ. (ფოტო საქართველოს შსს არქივიდან)

ორი წელია ზედიზედ გამომცემლობა არტანუჯი კანდიდ ჩარკვიანის წიგნებს გამოსცემს. ერთი,  მის ვაჟის, გელა ჩარკვიანის ინტერვიუა მამასთან, ხოლო მეორე კანდიდ ჩარკვიანის სტალინთან ურთიერთობის ეპიზოდებს ასახავს.

თავიდანვე მინდა აღვნიშნო, რომ ორივე წიგნი ღირებულია და მათ გამოცემას მივესალმები. ღირებულებას ამ ნაშრომებს თავად  კანდიდ ჩარკვიანის ფიგურა სძენს. ის მნიშვნელოვან პერიოდში (1938-1952 წლებში) იყო საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი. გვევლინება ლავრენტი ბერიას შემცვლელად და სრულად მოუწია მუშაობა სტალინის მმართველობის დროს. სკეპტიკოსების, ვინც სოციალურ ქსელებში ამ წიგნებს აძაგებენ და მიზეზთა გამო გამოცემას ეწინააღმდეგებიან, მათი არგუმენტები ჩემთვის მიუღებელია.

Continue reading